აქტუალური
თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ კრწანისის შტაბმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნის აქცია გამართა.
გარდა კრწანისის შტაბის წევრებისა, აქციას ესწრებოდნენ კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე, კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი შოთა ხაბარელი და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი თეა წულუკიანი.ხსოვნის აქციაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სანთლები და ყვავილები მიიტანეს. აქციის ბოლოს კი მონაწილეებმა ჰერში სიმბოლურად 11 საჰაერო ბურთი გაუშვეს.
ხსოვნის აქციის დასასრულ, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებიც მივიდნენ. ამერიკის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების წარმომადგენელმა ჩარლზ ვეტერმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.