აქტუალური
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაცია

1-gamWvirvaloba-aqtuu1თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წინასაარჩევნო ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოდან“ იუწყებიან, წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი 2011 წლის 1 ოქტომბრიდან  2012 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

„კვლევა პროექტის – „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ – ფარგლებში განხორციელდა. ანგარიშში განხილულია არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის  საკითხები 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 აგვისტომდე. კერძოდ, დოკუმენტში გაანალიზებულია სახელმწიფოს სამართლებრივი და ინსტიტუციური რესურსების საარჩევნო და პოლიტიკური მიზნით გამოყენების შემთხვევები. ამასთან, განხილულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანებზე ზეწოლისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.