საზოგადოება
თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დღეს შეხვედრებს გამართავენ.
იგეგმება შეხვედრები კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, ასევე, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშთან, „ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან“, „ახალ მემარჯვენეებსა“ და „ლეიბორისტებთან“. შეხვედრა გაიმართება, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან.