საზოგადოება
ევრაზიის ინსტიტუტის საექსპერტო „მრგვალი მაგიდა“

1-rcxil-sazoo1თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს თბილისში, სასტუმრო „ბეტსში“.  ევრაზიის ინსტიტუტი წინასაარჩევნო ვითარებას მიმოიხილავს.

როგორც ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოეწყობა საექსპერტო „მრგვალი მაგიდა“, რომელშიც 30-მდე ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, ექსპერტები წინასაარჩევნო ვითარების გარდა მოვლენათა შემდგომი განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელებენ.

შეხვედრა ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობის“ ეგიდით ეწყობა.

რცხილაძის ცნობით, 13 სექტემბერს ევრაზიის ინსტიტუტი სამენოვანი ბროშურის პრეზენტაციას გამართავს, რომელშიც „ვარდების რევულუციის“ შესახებ ექსპერტების მიმოხილვებია განთავსებული. პრეზენტაცია სასტუმრო „ამბასადორში“ 14:00 სათზე გაიმართება.