პოლიტიკა
„ჩვენ დელეგაციას გავაცანით პროცესი, თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღისთვის, რა პრობლემები არსებობს, რა მიღწევები გვაქვს; გავეცით პასუხი ყველა იმ კითხვას, რომლებიც დაისვა; მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია არჩევნების ორგანიზებასთან, შეჯამების პროცედურებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მათ საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ ხარატიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათაშორისი დელეგაცია, რომელშიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები შედიან, საქართველოს გუშინწინ ეწვია.