პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია

1-paet-pooliti1თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს, დილით, თბილისს ვიზიტით ეწვია  ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი. როგორც მან აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველო-ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმის ხელმოწერა და საქართველოს პერსპექტივების განხილვა ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრების გზაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის თქმით, ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის გარდა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტს პიროვნულადაც მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა საქართველოსთან და ეს მისი პირველი ვიზიტი არ არის.

დღესვე იგეგმება ესტონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.