სამართალი
თბილისი, 11 სექტემბერი, საქინფორმი. სოზარ სუბარმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, უწყებათაშორის კომისიას წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც ჟურნალისტებს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ სუბარმა განუცხადა, საარჩევნო კამპანიაში დარღვევები გრძელდება და პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს სამსახურებიდან კვლავ ათავისუფლებენ.სუბარის ინფორმაციით, 4 სექტემბერს „ხრამჰესიდან“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი 9 ადამიანი გაათავისუფლეს. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე ზეწოლა გრძელდება და ამის ნათელი დასტურია გუშინწინ თელავში მომხადრი ფაქტი, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდმჭერ სამ ქისტს სცემეს.
სუბარი კომისიას მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მიერ მიწოდებულ მასალებზე დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება.