სამართალი
ხმის მიცემის ახალი დეტალები ემიგრანტთათვის

1-detalebi-samaar2თბილისი, 11 სექტემბერი, საქინფორმი. უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც  საკონსულო აღრიცხვა გაიარეს, მაგრამ არჩევნების დღეს იქნებიან საქართველოში, საკონსულო აღრიცხვა უნდა გააუქმონ. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, საკონსულო აღრიცხვის გასაუქმებლად საჭიროა შესაბამისი მოთხოვნა სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ სააგენტოს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს გაეგზავნოს.

ეკატერინე აზარაშვილის განცხადებით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვის გაუქმების გარეშე საქართველოში არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.