თბილისი, 11 სექტემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო არასამთავრობო კოალიცია „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კი – ზერელე დამოკიდებულებაში.
კოალიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართველმა ემიგრანტებმა სხვადასხვა ქვეყნის საკონსულოებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე შეიტანეს განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვდნენ. მოთხოვნათა ასლები ჩაბარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც.ემიგრანტებმა 17 ქალაქში 17 საარჩევნო უბნის გახსნა მოითხოვეს, ეს ქალაქებია: მიუნხენი, ბარსელონა, ტორონტო, სალერნო, ნიუ-იორკი, ფლორენცია, მილანი ეგალია, ხანია, ბარი, ლიონი, რენე, სტრასბურგი, ფილადელფია, კალითეა, პაფოსი, ორლეანი.
კოალიციის – „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის“ – განცხადებაში წერია, რომ მიუხედავად მათი მოთხოვნისა, აღნიშნული უბნები არ გაიხსნა.
კოალიცია აცხადებს, რომ ცესკომ საერთოდ არ გაითვალისწინა მათი მიმართვა და გადაწყვეტილება მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის წერილის საფუძველზე მიიღო, რომელშიც ემიგრანტების მოთხოვნის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი.
ემიგრანტების განცხადების მიხედვით, თავის მხრივ, ნინო კალანდაძემ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მონაცემები გამოიყენა და არა 2012 წლის მდგომარეობა.