აქტუალური
ემიგრანტებისთვის საარჩევნო რეგისტრაცია გახანგრძლივდა

1-emigr-aqtuaaa1თბილისი, 11 სექტემბერი, საქინფორმი. უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოებში საარჩევნო რეგისტრაციის გავლა 12 და 13 სექტემბერსაც შეეძლებათ. ამის შესახებ გუშინდელ პრესკონფერენციაზე ცესკოს პრესსპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ემიგრანტებს საარჩევნო რეგისტრაციისთვის მხოლოდ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დასჭირდებათ. რეგისტრაციის გავლა კი საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო რეგისტრაციის გავლა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 10 სექტემბრამდე შეეძლოთ.

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საარჩევნო რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის გარეშეც.