საზოგადოება
საარჩევნო კომისიები საზღვარგარეთ

1-sazRv-saazoga2თბილისი, 11 სექტემბერი, საქინფორმი. ცესკო სხვა სახელმწიფოებში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიას ექვსი წევრით დააკომპლექტებს.

საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის ვადა იწურება არჩევნებამდე არაუგვიანეს მეოცე დღისა.

„ცესკო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 24-ე და არა უგვიანეს მე-20 დღისა“, – ნათქვამია საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლში.

ამავე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად კი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა, რომელიც მოიწვევა ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, გაიმართება კომისიის შექმნიდან არა უგვიანეს მესამე დღისა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი სექტემბრის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოებში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ განკარგულება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, საზღვარგარეთ 40 ქალაქში 42 საარჩევნო უბანი გაიხსნება.