საზოგადოება
თბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკაში მისი შემოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ორგანიზება შეძლო.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ხელისუფლება კოალიციის ქუჩაში გამოყვანას ცდილობს.„თუ აკვირდებით, ცდილობენ, რომ ქუჩაში გამოგვიყვანონ, მაგრამ ჩვენ თუ გამოვდივართ ქუჩაში, აი, ასე გამოვდივართ, კულტურულად“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც.
მან, ასევე, გამორიცხა არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან დაპირისპირების დაწყების მცდელობის შესაძლებლობა.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხის დაპირისპირება არ მოხდეს“, – განაცხადა მან.