აქტუალური
ჯონ მაკეინი: „არჩევნების შედეგები ყველამ უნდა აღიაროს“

1-Sedegebi-aqtuu2თბილისი, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკელი სენატორის – ჯონ მაკეინის, განცხადებით, საქართველოში ისეთი არჩევნების ჩატარებაა საჭირო, რომლის შედეგებსაც დამარცხებულებიც აღიარებენ.

„ჩვენ გვინდა, ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგებსაც დამარცხებულებიც აღიარებენ“, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა ამერიკის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სენატორის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ საქართველო ოდესმე უკან დაბრუნდება, თუმცა არჩევნების შემდეგ შესაძლოა, მის შედეგებზე დავა დაიწყოს, რაც ძალიან სამწუხაროა.

„მე მაწუხებს ის საკითხი, რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება მის შედეგებზე დავა დაიწყოს. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეს განსაჯონ დამკვირვებლებმა, ხოლო დამარცხებულებმა შედეგები აღიარონ“, – აღნიშნა მაკეინმა.