საზოგადოება
„PACE“-ს დელეგაცია საქართველოში წინასაარჩევნო მისიით ჩამოვა

1-pace-sazoggado3თბილისი, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხუთწევრიანი დელეგაცია საქართველოს 11-12 სექტემბერს ეწვევა და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ სიტუაციას შეაფასებს.

დელეგაცია, რომელსაც იტალიელი ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატი ლუკა ვოლონტე უხელმძღვანელებს ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფიდან, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

დელეგაცია, ასევე, შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს,  ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძეს „ახალი მემარჯვენეებიდან“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას და დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.

„სრული 21-წევრიანი ასამბლეის დელეგაცია დაბრუნდება ქვეყანაში, რათა საბოლოო შეფასების გაკეთებამდე ხმის მიცემის პროცესს დააკვირდეს“, – აცხადებს PACE  პრესრელიზში.