საზოგადოება
ივანიშვილის ქონება რუსეთში ამერიკულმა ფონდმა შეიძინა

1-ivaniS-sazzoga2თბილისი, 7 სექტემბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ამერიკელმა სენატორებმა კარგად დაინახეს ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალდება მისი კრემლის აგენტობის შესახებ სიცრუეა.

აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ სენატორებთან – ჯონ მაკეინთან, ჯოზეფ ლიბერმანთან, ლინდსი გრემსა და ელჩ რიჩარდ ნორლანდთან – შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„მათ კარგად იცოდნენ, თუმცა ჩვენგან უფრო კარგად დაინახეს დღევანდელი რეალობა. ასევე, ისინი დაინტერესდნენ ჩემი ბიოგრაფიით და მოვუყევი, თუ ვინ ვიყავი. განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმით, რასაც სააკაშვილი რუსეთში ჩემს ქონებაზე საუბრობს. მაკეინს ისიც ვუთხარი, რომ რუსეთში ჩემი ქონება ცნობილმა ამერიკულმა ფონდმა შეიძინა. ასევე, გავაცანით ძალადობის ფაქტები რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო და სენატორები განსაკუთრებით დაინტერესდნენ დღევანდელი რეალობითა და „ქართული ოცნების“ პოზიციით.