ჯონ მაკეინი: „ივანიშვილის სიტყვებს ვიღებთ!"
თბილისი, 7 სექტემბერი,
საქინფორმი. სენატორმა ჯონ მაკეინმა აშშ-ის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე შეკითხვის პასუხად – როგორ შეაფასებს საქართველოს მთავრობის ბრალდებას ივანიშვილისადმი მის პრორუსულობასთან დაკავშირებით, განაცხადა: „ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და ჩვენ მის სიტყვებს ვიღებთ“.
„ჩვენ დღეს შევხვდით ბატონ ივანიშვილს და მან განაცხადა, რომ რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მისი განწყობაა, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია, ქვეყანა იყოს თავისუფალი და ნატოს წევრი. ჩვენ აშკარად ვიღებთ მის სიტყვებს, ხოლო არჩევანს საქართველოს მოქალაქეები თავად გააკეთებენ“, – განაცხდა მაკეინმა.