აქტუალური
თედო ჯაფარიძე კონდოლიზა რაისს შეხვდა

1-kondoliza-aqtuuu1თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თედო ჯაფარიძე აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს შეხვდა. შეხვედრის თემა იყო რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად და რომ არჩევნების გაყალბების ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვას.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, უნდა დამკვიდრდეს ინსტიტუციონალური დემოკრატია და კანონიერება.