საზოგადოება
თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. გიორგი თარგამაძემ და ლევან ვეფხვაძემ გორში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
გიორგი თარგამაძემ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში გორის მაჟორიტარობის კანდიდატად გორის საკრებულოს წევრი ზურაბ როსეფაშვილი დაასახელა, ხაშურში – ეკატერინე მჭედლიშვილი, ქარელში – დავით ვარძელაშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის მადნატისთვის კი ივანე ივანიშვილი იბრძოლებს.მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის შემდგომ ლევან ვეფხვაძემ ქართლელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„დღეს საზოგადოებას წარვუდგინეთ კანდიდატები, რომლებიც მაჟორიტარული მანდატების მოსაპოვებლად იბრძოლებენ შიდა ქართლის რეგიონში. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც პოლიტიკაში უდიდესი გამოცდილება აქვთ, რომლებიც არიან თავდადებულნი და მებრძოლნი საკუთარ რაიონებში პრობლემების მოგვარების კუთხით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოძრაობა შიდა ქართლში 1 ოქტომბერს საკმაოდ მაღალ შედეგს დადებს“, – განაცხადა ვეფხვაძემ.