სამართალი
301 ინციდენტი არჩევნებისადმი მიძღვნილ პორტალზე

1-portal-samaaa1თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს, ინფორმაცია 301 ინციდენტის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ საარჩევნო პორტალზე განთავსდა.

დაფიქსირებული ინციდენტებიდან ყველაზე მეტი ზეწოლის ფაქტია (198),  ამომრჩევლის მოსყიდვის – 46, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების – 41 და სხვა სახის დარღვევების – 16 შემთხვევა.

მისივე თქმით, რეგიონების მიხედვით ინციდენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი დარღვევა კახეთში დაფიქსირდა, სადაც გამოვლენილია 62 ინციდენტი. დიდი რაოდენობით დარღვევებია იმერეთში – 49 ინციდენტი; შიდა ქართლში – 44, გურიაში – 29 და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27.

თბილისის ათივე ოლქის შეჯამებული მონაცემებით, არჩევნების პორტალზე 43 ინციდენტია აღრიცხული. ოლქების მიხედვით ყველაზე მეტი დარღვევა ფიქსირდება გორში – 26 ინციდენტი, გურჯაანში – 15, დედოფლისწყაროში – 13, ლანჩხუთში – 11, ქუთაისში – 11, კასპში – 10, ოზურგეთში – 10, ლაგოდეხში – 9, ზუგდიდში – 9, საჩხერეში – 9.