პოლიტიკა
თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი რიჩარდ ნორლანდი თავის საქმიანობას დღეიდან იწყებს.
როგორც აშშ-ის საელჩოში განაცხადეს, რიჩარდ ნორლანდი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივა, მოგვიანებით კი ის რწმუნებათა სიგელებს საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს. შეგახსენებთ, რომ რიჩარდ ნორლანდი აშშ-ის ელჩად საქართველოში ოფიციალურად 27 ივლისს დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ჯონ ბასი შეცვალა.