პოლიტიკა
თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს NDI – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს. როგორც ორგანიზაციიდან იტყობინებიან, კვლევა თემაზე – „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ – აგვისტოში ჩატარდა. „NDI“-ს კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა.
პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით 2038 რესპონდენტი გამოიკითხა. პრეზენტაციაზე, რომელიც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება, მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.
„NDI“-ს კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).
კვლევის პრეზენტაცია დღეს, 13.00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება.