სამართალი
შსს: სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის 2 საქართველოს მოქალაქეა, 5 კი – რუსეთის

1-Sss-samarTaa3თბილისი, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს შს სამინისტროში გუშინ გაკეთდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ლიკვიდირებული პირების ვინაობა საქართველოს შსს-მ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე დაასახელა.

სამინისტროს ინფორმაციით, 11 ლიკვიდირებული პირიდან იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა – 1990 წელს დაბადებული ასლან მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი.

დანარჩენი 5 პირი კი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან. მათგან ერთ-ერთი – ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებულია გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.

დანარჩენი იდენტიფიცირებულები კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან – 1968 წელს ჩეჩნეთში დაბადებული დუკვახა დოშუევი; ასევე, ჩეჩნეთში 1991 წელს დაბადებული სალამ ზაურბეკოვი; ინგუშეთში 1989 წელს დაბადებული ხაშიევ ჯაბრაილი და გროზნოში 1981 წელს დაბადებული მუსა ადუევი.

ამასთან, 1 სექტემბერს შს სამინისტროში კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ქართველ სპეცრაზმელებს, სოლომონ წიკლაური გუშინწინ დაკრძალეს, არჩილ ჩოხელსა და სპეცრაზმის ექიმს – ვლადიმერ ხვედელიძეს კი, არსებული ინფორმაციით, დღეს დაკრძალავენ.