აქტუალური
ქუთაისში სკვერის მოსაწყობად საბჭოთა მემორიალური ძეგლი აიღეს

1-Zegli-aqtaaa3თბილისი, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ქუთაისში ნინოშვილის სკვერში მდებარე საბჭოთა მემორიალური ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა. სამუშაოებ მერიის კეთილმოწყობის სამსახური ატარებს. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ძეგლის დემონტაჟი სკვერის კეთილმოწყობის მიზნით გადაწყვიტეს.

„დემონტაჟის დასრულების შემდეგ ტერიტორია გაიწმინდება და სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება“, – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ, ნინოშვილის სკვერის კეთილმოწყობითი სამუშაოები 2013 წლის თებერვალში დასრულდება. სკვერის მოსაწყობად კი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 700 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.