აქტუალური
საქართველოს აშშ-ის სენატორები ჯოზეფ მაკეინი და ჯონ ლიბერმანი ეწვევიან

1-aqtuaaaa1თბილისი, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ამერიკელი სენატორები ჯონ მაკეინი და ჯოზეფ ლიბერმანი 6 სექტემბერს  ეწვევიან.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის ინფორმაციით, მაღალჩინოსნები შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ პარტიებთან გამართავენ.

„ამ ვიზიტით ცალსახად გამოვლინდება აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერა და ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების აღიარება. ჩვენი მხრივ, ჩვენ მივაწვდით დამატებით ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ რეფორმებზე“, – აღნიშნა კალანდაძემ.