პოლიტიკა
თბილისს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა

1-rasmus-politiii2თბილისი, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფონ რასმუსენი თბილისს 6 სექტემბერს ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი ერთდღიანია. კალანდაძის განცხადებით, ეს იქნება რასმუსენის მესამე ვიზიტი, რაც, მინისტრის მოადგილის თქმით, ნიშნავს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა სულ უფრო ღრმავდება.

რასმუსენი შეხვდება საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში და დიპლომატების წინაშე სიტყვითაც გამოვა.

რასმუსენი შეხვდება ქართულ ბატალიონსაც, რომელიც ავღანეთში გაემგზავრება.