სამართალი
გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

1-girao-samarTaaaa1თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გელა გოშაძე, რომელიც გენერალურმა ინსპექციამ გუშინწინ  დააკავა. გოშაძეს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

გელა გოშაძე, რომელსაც ძალოვნები სამსახურებრივი უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენებას ედავებიან, დაახლოებით, 18 წლის განმავლობაში იმერეთის სამხარეო და  ქუთაისის საქალაქო სამმართველოებში უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. ძალოვანი სტრუქტურა გოშაძემ წელიწად-ნახევრის წინ დატოვა. ყოფილი პოლიციელისთვის წაყენებული ბრალდება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში,  მოქმედი კანონმდებლობით, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩაატარეს სასამართლო და გელა გოშაძეს ხანდაზმულ დანაშაულზე დაუწყეს საუბარი. არარსებული ოქმი დაუდეს, რომელსაც გელას ხელმოწერა არ ჰქონდა, თუმცა მის გასაჩივრებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ექსპერტიზა ძალოვნების სასარგებლო დასკვნას დადებდა. დაახლოებით, ღამის 4 საათზე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ეს ადამიანი უკვე სახლში იმყოფება. ჩვენთვისაც ასე ჯობია, რომ გელა თავისუფალი იყოს, რადგან ოფისში გვჭირდება. თუმცა საქმე მხოლოდ გირაოს შეფარდებით არ დასრულებულა და გენერალური ინსპექცია ძიებას კვლავ აგრძელებს“, – ამბობს „ქართული ოცნების“ ქუთაისის შტაბის  ხელმძღვანელი ზაზა მეთაფლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გელა გოშაძე ძალოვნებმა ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ  ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობასთან დაკავშირებით  მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში დასაკითხავად დაიბარეს, თუმცა მაშინ  მისი დაკითხვა გადაიდო.