აქტუალური
ცესკოს ტრენინგები
1-cesko-aqtuaaa3თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და მდივნების ტრენინგის მეორე ეტაპი იწყება. როგორც ცესკო იუწყება, ტრენინგი 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასზე ამომრჩეველთა სიებს, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებებისა და კენჭისყრის დღეს განცხადება-საჩივრების წარმოების საკითხებს განიხილავენ.
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგები ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან – „სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერება“ – ერთობლივი პარტნიორობით.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების კურსის მომდევნო ეტაპი 11-დან 27 სექტემბრამდე განხორციელდება.