აქტუალური
ამერიკის საელჩო სპეცოპერაციისას დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს

1-aSS-saqtuu2თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის საელჩო საქართველოში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვასთან დაკავშირებით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ბრიჯიტ ბრინკის განცხადებას აქვეყნებს.

„აშშ-ის საელჩოს თითოეული თანამშრომელი უერთდება ქართველი ხალხის მწუხარებას სამი მამაცი ქართველი სამხედრო მოსამსახურის – ვლადიმერ ხვედელიძის, სოლომონ წიკლაურისა და არჩილ ჩოხელის – გარდაცვალების გამო. მათ ლოპოტას ხეობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შესწირეს თავი. აშშ-ის საელჩოს სახელით, თანაგრძნობას ვუცხადებ ჯარისკაცების ოჯახებსა და მეგობრებს, აგრეთვე, მათ თანამებრძოლებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ მშვიდობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნულია  განცხადებაში.