საზოგადოება
NDI – გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველი შუალედური ანგარიში

1-NDI-sazogaa3თბილისი, 3 სექტემერი, საქინფორმი. დღეს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველ შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს. ანგარიში 3-27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
„NDI“-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მიზანი საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს სხვადასხვა ასპექტის ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასებაა. სადამკვირვებლო მისია სამი ანალიტიკოსისგან შედგება, რომლებიც საარჩევნო გარემოს და საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას აკვირდებიან.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში „NDI“-ს დამკვირვებლებმა შეხვედრები გამართეს ხელისუფლებასთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო კანდიდატებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ასევე, დაესწრნენ საარჩევნო სუბიექტების კამპანიებსა და პოლიტიკური პარტიების ღონისძიებებს. შეხვედრების საფუძველზე მისიამ შეაფასა არჩევნებისთვის მზადების პროცესი, წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობები და, ზოგადად, საარჩევნო გარემო.

„NDI“-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო საქმიანობას საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.