პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ – შეხვედრები ბრიუსელსა და ლონდონში

1-jafariZe-politika2თბილისი, 3 სექტემერი, საქინფორმი. საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი –  ქართული ოცნების“ წევრი თედო ჯაფარიძე 29-30 აგვისტოს ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქართველოში არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია გააცნო.

ინფორმაციას „Facebook“-ზე ივანიშვილის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. შეხვედრა გაიმართა ორგანიზაცია „Think Tank“-ის წარმომადგენლებთანაც.

თედო ჯაფარიძემ ბრიუსელში შეხვედრებისას კოალიციის ძირითადი გზავნილები გაახმაურა და ევროპელ კოლეგებს ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვა გააცნო, რომელიც პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხება.

როგორც ბიძინა ივანიშვილის „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, ბრიუსელში ვიზიტამდე თედო ჯაფარიძე ლონდონში იმყოფებოდა, სადაც ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „Chatham House“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.