პოლიტიკა
ცესკო: „დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიები შემოწმებას გადის“

1-siebi-politika1თბილისი, 3 სექტემერი, საქინფორმი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სია 17-ვე რეგისტრირებულმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა. პოლიტიკურ  გაერთიანებებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ვადა შაბათს, 1 სექტემბერს, 18:00 საათზე, ამოეწურათ. ცესკოში სულ 17  რეგისტრირებული სუბიექტიდან 15 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკია. აი ისინიც:

1. „სამართლიანი საქართველოსთვის“;

2. „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“;

3. „ჩვენი ქვეყანა“;

4. პოლიტიკური გაერთიანება „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“;

5. პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“;

6. „მერაბ კოსტავას საზოგადოება“;

7. „მომავალი საქართველო“;

8. „საქართველოს მშრომელთა საბჭო“;

9. „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“;

10. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“;

11. პოლიტიკური გაერთიანება „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“;

12. „სახალხო მოძრაობა“;

13. „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“;

14. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“;

15. „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;

16. „სახალხო პარტია“;

17. „საქართველოს სპორტსმენთა კავშირი“.

ცესკოს პრესსპიკერ ეკა აზარაშვილის განმარტებით, სიებში შესული ის კანდიდატები, რომლებსაც სახელმწიფო თანამდებობა უკავიათ, უნდა გადადგნენ არაუგვიანეს 3 სექტემბრისა. სწორედ ამის შემდეგ შემოწმდება პარტიული სიები, რაც 6 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ პარტიული სიები საჯარო გახდება.