საზოგადოება
„თათქარიძეებში“

1-luarsabi-mtთბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. გასულ პარასკევს, საღამოს, დედაქალაქში მოულოდნელად მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ ჩვენს ჟურნალისტებს სარედაქციო დავალების შესრულებისას ვარდების მოედანზე მოუსწრო. ტაქსის ძებნას აზრი არ ჰქონდა – სადამდისაც თვალი სწვდებოდა, ფილარმონიამდე და იმის იქითაც, გმირთა მოედნისაკენ მიმავალ თავდაღმართზე, მანქანები „საცობში“ იდგნენ და მაქსიმალურ სიჩქარეზე ჩართული შუშის საწმენდებიც კი წყლის ნაკადებს ვერ უმკლავდებოდა...

ჟურნალისტებმა უბის წიგნაკები, ფოტოაპარატი და დიქტოფონი შეინახეს და თავის შესაფარებლად უახლოესი ხეებისაკენ – ლეო ქიაჩელის ქუჩისკენ გაიქცნენ. მაგრამ ქუჩის დასაწყისში, მარცხენა მხარეს, თვალში ეცათ განათებული აბრა თათქარიძეებში“. გაწუწული ჟურნალისტები დაუფიქრებლად შეცვივდნენ რესტორანში, რომელმაც მაშინვე გაახარა თბილი ინტერიერით, ხოლო როდესაც მყუდრო დარბაზის ჭერქვეშ   სიტყვები ბოზბაში თუ ჩიხირთმა? დაინახეს, რომლებიც ილია ჭავჭავაძის მოთხრობის – „კაცია-ადამიანი?!“ – გმირს ლუარსაბ თათქარიძეს ეკუთვნის, მიხვდნენ, რომ რესტორნისთვის სახელი სწორედ ამ პოპულარული ლიტერატურული გმირების – თავადური წყვილის – თათქარიძეების, პატივსაცემად დაერქმიათ, რომლებიც დღედაღამ იმაზე კამათობდნენ, თუ რა საჭმელ-სასმელი მიერთმიათ...

როგორც აღმოჩნდა, რესტორანი 100 პროცენტით ამართლებს სახელწოდებას: მენიუში წარმოდგენილი კერძების ასორტიმენტი და, რაც მთავარია, გემო – ნებისმიერ გურმანს დააკმაყოფილებს. ბრავო, თათქარიძე! – გაისმოდა უცხოური აქცენტით შეძახილები VIP-დარბაზიდან, სადაც, როგორც ჩანს, უცხოელი ტურისტების დიდი ჯგუფი ერთმანეთის მიყოლებით  ყველა კერძს აგემოვნებდა.

თუმცა ჩვენმა ჟურნალისტებმაც კი (ქართველებმა, და არა უცხოელებმა) ცხელი ხინკლის გასინჯვისას აღფრთოვანება ვერ დამალეს (თანაც აღმოჩნდა, რომ აქ ფასებიც საკმაოდ ზომიერია, ყოველ შემთხვევაში, ნაკლები, ვიდრე თბილისის რესტორნების უმეტესობაში).

ცოტა ხნის შემდეგ ჩვენმა ჟურნალისტებმა, რომლებსაც სრულიად გადაავიწყდათ წვიმისაგან მიყენებული დისკომფორტი, მადლობა გადაუხადეს რესტორნის მენეჯერ-ადმინისტრატორს. ჩვენი მზარეულები იშვიათი პროფესიონალები არიან, სტუმრები კმაყოფილი გვყავს, მაგრამ კიდევ იმიტომაც, რომ მხოლოდ ჩვენებურ, ქართულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტ ვიყენებთ! ყველაფერ საუკეთესოს და ახალს ბაზარში ვყიდულობთ, უშუალოდ გლეხებისაგან, რომლებსაც დიდი ხანია, ვიცნობთ. სასმელი, ცხადია, არა მხოლოდ ჩვენებურია: დიახ, გვაქვს საუკეთესო ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების არჩევანი, მაგრამ ბარში სხვადასხვა ალკოჰოლიანი სასმელის ჩვეულებრივი ასორტიმენტია“, – თავაზიანად აუხსნა მენეჯერ-ადმინისტრატორმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ 10 სექტემბრიდან რესტორანში ყოველ საღამოს „ცოცხალი“ მუსიკა  დაუკრავს.

მოწვეული მაღალპროფესიული ანსამბლის რეპერტუარშია როგორც ქართული სიმღერები, ისე მსოფლიო ესტრადის ჰიტები.

ჟურნალისტები უცხოელებსაც გამოელაპარაკნენ, რომლებიც მთლად ტურისტები კი არა, საქართველოში სამსახურებრივი მივლინებით ჩამოსული ერთ-ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები აღმოჩნდნენ (ორგანიზაციის დასახელებისგან, კორექტულობის მოსაზრებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებთ). ინგლისელი მეუღლითურთ, ორი გერმანელი, ბულგარელი და იტალიელი ქალბატონი ძველ თბილისში ექსკურსიისას გადაღებულ ფოტოებსა და შეძენილ სუვენირებს უჩვენებდნენ და აღტაცებას გამოთქვამდნენ თბილისითა და ქართული სამზარეულოთი. თუ საქართველოში არჩევნებიც ასე ხარისხიანად ჩატარდება, როგორც ამ რესტორანში ქართულ კერძებს ამზადებენ, შეიძლება შეგვშურდეს კიდეც თქვენი! – უთხრა ჩვენს ჟურნალისტებს ინგლისელმა, მისმა მეუღლემ კი დასძინა: „რატომ მხოლოდ ქართულს?! აი მე, დიეტაზე ვარ და დღეს ქათმის კატლეტები მივირთვი კიევურად. ჰოდა, უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი კიევშიც კი არ გამისინჯავს, როცა იქ არჩევნებზე დამკვირვებლად გახლდით!.

P.S. თქვენი არ ვიცი, ძვირფასო მკითხველო, ჩვენმა ჟურნალისტებმა კი მტკიცედ გადაწყვიტეს – როგორც კი მორიგ ჰონორარს მიიღებენ, პირდაპირ ქიაჩელის № 8-ს მიაშურონ, რადგან „თათქარიძეებში“ ერთხელ თუ მოხვდები, თუნდაც ძლიერი წვიმის წყალობით, იქ სამუდამოდ დარჩები...

1-luarsabi1 1-luarsabi2
1-luarsabi3 1-luarsabi4
1-luarsabi5 1-luarsabi6