საზოგადოება
„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის 4 საარჩევნო ოლქში

1-kukavaa-sazogfadooo3თბილისი, 31 აგვისტო, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ვაკის ოფისში  გაიმართა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა თბილისის 4 საარჩევნო ოლქში:

1. საბურთალონანა დევდარიანი;

2. გლდანიმიმი გაბრიჩიძე;

3. ნაძალადევიჯაბა ჯიშკარიანი;

4. ჩუღურეთიგიორგი კარტოზია.

პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი წინაპირობა ოპოზიციის კოორდინირებული მოქმედებაა. „თავისუფალმა საქართველომ“ გაერთიანებისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა: მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არ დააყენა მაჟორიტარობის კანდიდატი და მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაზა პაპუაშვილს დაუჭირა.

„თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზადაა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთიან მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდეს ყველა საარჩევნო ოლქში.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, რამდენიმე დღის წინ „თავისუფალმა საქართველომ“ დაასახელა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თბილისის სხვა ოლქებში:

1. ვაკე კახა კუკავა;

2. კრწანის აკაკი ასათიანი;

3. ისანი გელა კეტაშვილი;

4. სამგორი ალექსანდრე შალამბერიძე;

დიდუბე – დიმიტრი ლორთქიფანიძე.