საზოგადოება
ნათელაშვილი: „მანამდე ვიყრი კენჭს, სანამ საქართველოში არ დავამარცხებ სააკაშვილის დიქტატურას!“

1-naTel-sazogaaa2თბილისი, 31 აგვისტო, საქინფორმი. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დუშეთის ცენტრში ამომრჩევლებს შეხვდა და საპარლამენტო არჩევნებზე დუშეთის მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურა დაასახელა.

„ვაცხადებ დუშეთისა და სრულიად საქართველოს გასაგონად, მე კენჭს ვიყრი დუშეთის რაიონში და მანამდე ვიყრი აქ კენჭს, სანამ საქართველოში არ დავამარცხებ სააკაშვილის დიქტატურას, ხოლო დუშეთსა და საარაგვოში არ მოვსპობ ჩოჩელ-ოტიაშვილის დესპოტიას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.