თბილისი, 31 აგვისტო, საქინფორმი. მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ყრილობა ერთი კვირით გადაიდო. საქართველოს 11 ქალაქში დაგეგმილი ღონისძიება პირველი სექტემბრის ნაცვლად 8 სექტემბერს ჩატარდება.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, ყრილობის გადადების მიზეზი რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სამი სპეცრაზმელის დაღუპვაა.„ეს ადამიანები დაიღუპნენ საქართველოს და ქართველი ხალხის უსაფრთხოებისათვის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, გვინდა, დაღუპულებს სათანადო პატივი მივაგოთ, ამიტომ პარტიული ყრილობა ერთი კვირით გადავდეთ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ლაფანყურში შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. როგორც ძალოვანი უწყებები იუწყებოდნენ, ალყაში იყო 6 დივერსანტი, 11 კი – ლიკვიდირებული. ამასთან, სპეცოპერაციის დროს 3 ქართველი სამხედრო დაუღუპა, 5 კი დაიჭრა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა სპეცოპერაციის დეტალებზე თელავში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.