პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აქცია თელავში გადაიდო

1-gadaido-politiii1თბილისი, 31 აგვისტო, საქინფორმი. თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების გამო „ქართული ოცნების“ მიერ თელავში 2 სექტემბრისთვის დაგეგმილი აქცია გადაიდო.

ეს განცხადება პრესკონფერენციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, თუმცა მას არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი, თუ როდის გაიმართება თელავში კოალიციის აქცია.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-დაღესტნის საზღვართან, ლოპოტის ხეობაში, საქართველოს შს სამინისტროს კოორდინირებით, ხეობაში დივერსანტთა ჯგუფის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. ოპერაციისას დაღუპულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი, დაჭრილია ხუთი ქართველი სპეცრაზმელი, 11 დივერსანტი ლიკვიდირებულია, 6-ის დევნა კი კვლავ გრძელდება.