სამართალი
თბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ 2003 წლიდან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების გადახედვასა და საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვს.
როგორც პრესკონფერენციაზე „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, საპროცესო შეთანხმებების უმრავლესობა ბრალდებულზე ძალადობის გამოყენების შედეგად ფორმდება, ძალადობის მსხვერპლნი კი ამის აღიარებას ვერ ბედავენ.