სამართალი
„როდესაც კანონით დადგენილ გასეირნებას ვითხოვდი, მპასუხობდნენ, ბიძინა ივანიშვილმა გაგასეირნოსო“, – განაცხადა ნიკურაძემ.
ნიკურაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები და უფლებადამცველები დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ იმედა ნიკურაძე აღსრულების ბიუროს თანამშრომლებისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 8 აგვისტოს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როდესაც შპს „ბურჯის“ მიმართ სააღსრულებო პროცედურები ხორციელდებოდა, ცალკეული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციისთვის ხელის შეშლის ფაქტს.