ივანიშვილი იმედოვნებს, რომ 2 ოქტომბერს მის მომხრეებს ქუჩაში გამოსვლა არ მოუწევთ...
თბილისი, 30 აგვისტო,
საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა თერჯოლაში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „დარჩენილ დროში ყველგან ვაპირებთ მისვლას, სადაც არ მივსულვარ, რომ ყველას ყველაფერი ავუხსნა, რათა ხალხმა შეცდომა არ დაუშვას და როგორმე მოვიშოროთ ეს მოძალადე ხელისუფლება, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ 2 ოქტომბერს ქუჩაში გამოსვლა აღარ დაგვჭირდეს“.
მისი თქმით, დღეს, 30 აგვისტოს, თბილისში კოალიცია „ქართული ოცნება“ დიპლომატებსა და დამკვირვებლებს შეხვდება, რის შემდეგაც მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდება.
„შევადგინეთ 10-გვერდიანი ტექსტი, ამას გამოვაქვეყნებთ და ჩვენს პირობებს წამოვაყენებთ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.