აქტუალური
თბილისი, 30 აგვისტო, საქინფორმი. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ განათლების სისტემაში ცვლილებებს შეიტანს.
ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „ლეიბორისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტში ცვლილებები შევა. კერძოდ, 35-ე მუხლში ამგვარი ცვლილება შევა: „მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს სრული დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება... ანუ „სახელმწიფოს დაფინანსება შეიცვლება“ „სახელმწიფოს სრული დაფინანსებით“, – განმარტა პაატა ჯიბლაძემ. მისივე განცხადებით, ერის მომავალი და გადარჩენა განათლებაზეა დამოკიდებული. ჯიბლაძის თქმით, აუცილებელია. ყველა ახალგაზრდას შეეძლოს უფასოდ განათლების მიღება.