დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეა, მაგრამ ვდღესასწაულობთ, რადგან ღვთისმშობელი არ დაგვშორდა ჩვენ. პირიქით – დაუახლოვდა ღმერთს და შეავედრა ჩვენი ქვეყანა.
კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს და სრულიად საქართველოს დღევანდელ დღესასწაულს ულოცავს და უსურვებს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სრულიად საქართველოს თავისი კალთა გადააფაროს და ის იყოს მეოხი სრულიად სოფლისა წინაშე მამისა და ძისა და წმიდისა სულისა.
მართლმადიდებელი სამყარო 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს – მარიამობას აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.