სამართალი
„საქართველო არ იყიდება“ 5 000 ლარით დაჯარიმდა

1-nasariZe-samarTaa1თბილისი, 28 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გიგა ნასარიძისა და ირაკლი ლექვინაძის ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას“ მიერ განხორციელებული შემოწირულობის საკითხი შეისწავლა. ორგანიზაციამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არაფულადი შემოწირულობა – ვიდეორგოლები უსასყიდლოდ გადასცა.

აუდიტის სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველო არ იყიდებას“ მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის ასახული ვიდეორგოლების სახით არაფულადი შემოწირულების მიღების ფაქტი. შესაბამისად, აუდიტის სამსახურმა ნასარიძის ორგანიზაცია სამართალდამრღვევად ცნო და ოქმი შეადგინა, რომელიც ითვალისწინებს 5000-ლარიან სანქციას.

სამართალდარღვევის საქმე განსახილველად ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.