აქტუალური
კახეთის გუბერნატორი არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადადგა

1-Rvinia-aqtuaaa3თბილისი, 28 აგვისტო, საქინფორმი. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, რომ მან თანამდებობა დატოვა და გურჯაანის რაიონში მმართველი პარტიის სახელით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს.

ცნობისათვის: ღვინიაშვილი პირველად 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აირჩიეს გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად, თუმცა არჩევიდან მალევე მან კახეთის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა, რის გამოც სადეპუტატო მანდატი დატოვა. ამ მანდატის მოპოვებამდე ღვინიაშვილი თბილისის პროკურორი იყო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს კახეთის ახალი გუბერნატორის პოსტს.