სამართალი
ცესკოს განცხადება ადმინისტრაციის მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის შესახებ

1-cesko-samarTaa3თბილისი, 27 აგვისტო, საქინფორმი. ცესკო ადმინისტრაციის მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სუბიექტებსა და ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45.4 მუხლის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრს არ აქვს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება.

კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე („საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის“ ჰ1 პუნქტი) კომისიის წევრების მიერ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო სიმბოლოებიანი მაისურების, კეპის ან სხვა რაიმეს სახის ატრიბუტიკის ტარება და, მით უმეტეს, ამგვარი ატრიბუტიკით კომისიის სხდომებზე დასწრება, წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციას. აღნიშნული წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით („საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 79-ე მუხლი)“, – ნათქვამია განცხადებაში.