სამართალი
კოდორის ხეობის ახალი სტატუსი

1-kodori-samarrr2თბილისი, 27 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის ინციატივით, კოდორის ხეობას განსაკუთრებით დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭება. „აფსნიპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ანქვაბმა სოხუმში გამართულ  მთავრობის თათბირზე განაცხადა.

თათბირზე ანქვაბმა აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ კოდორის ხეობაში ტურისტების გარდა ბრაკონიერებიც შედიან და ტყეს უკანონოდ ჭრიან, ეს კი უმსგავსობაა.

თათბირზე აფხაზეთის ეკოლოგიური სამსახურის უფროსმა რომან დბარმა განაცხადა, რომ უწყება კოდორის ხეობაში გზის მშენებლობის წინააღმდეგია, რადგან ამას შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს.

საპასუხოდ ანქვაბმა დბარს პროექტის მომზადების დავალება მისცა, რომლის მიხედვითაც კოდორის ხეობა განსაკუთრებით დაცული ტერიტორიის სტატუსს მიიღებს.