სამართალი
თბილისი, 27 აგვისტო, საქინფორმი. ლეიბორისტ პაატა ჯიბლაძის განცხადებით, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ პარტიების გაყალბებული რეიტინგების გამოქვეყნება გარანტირებულად გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში.
მისი თქმით, გაყალბებული სოციოლოგიური კვლევების გამოქვეყნება ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგაა მიმართული. ჯიბლაძე „GQR“-ის კვლევას, რომლის მიხედვითაც „ლეიბორისტულ პარტიას“ გამოკითხულთა მხოლოდ 1% უჭერს მხარს, გაყალბებულად მიიჩნევს.
„გვინდა, გავაფრთხილოთ სააკაშვილ-ივანიშვილის ამერიკელი თუ ევროპელი ლობისტები: ბატონებო, არ მოხდეს ისე, რომ საარჩევნო დამკვირვებლების ნაცვლად, სირიის მსგავსად, თქვენ მოგიწიოთ ქვეყანაში სამხედრო დამკვირვებლების გამოგზავნა“, – განაცხადა ჯიბლაძემ.