აქტუალური
თორნიკე გორდაძე, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა წარუდგინა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო 2010 წლის ივნისიდან და ევროკავშირთან ურთიერთობების მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
მთავრობაში მუშაობის დაწყებამდე გორდაძე, რომელიც 15-16 წელი საფრანგეთში ცხოვრობდა, ანატოლიის კვლევის ფრანგული ინსტიტუტის კავკასიის ცენტრის დირექტორი იყო.
როგორც იტყობინებოდა საქინფორმი, გიორგი ბარამიძე, რომელიც სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე 2004 წლის დეკემბრიდან მუშაობდა, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარადგინა.