აქტუალური
ივანიშვილი ონისა და ამბროლაურის მოსახლეობას ხვდება
1-biZina-aqtuu2თბილისი, 27 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ონისა და ამბროლაურის მოსახლეობას შეხვდება. ონის ცენტრში შეხვედრა 14:00 საათზეა დაგეგმილი. ბიძინა ივანიშვილი ონელებს კოალიციის საარჩევნო პროგრამას გააცნობს, 19.00 საათზე კი „ქართული ოცნების“ აქცია ამბროლაურში გაიმართება.