აქტუალური
როგორც კოალიციიდან იტყობინებიან, „ქართული ოცნების“ ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გუჯაბიძე ადიგენის რაიონის სოფელ ვარხანის მოსახლეობას შეხვდა. გუჯაბიძის თქმით, შეხვედრაზე ვარხანის რწმუნებული ტარიელ მსხვილაძეც მივიდა, რომელიც მოსახლეობას აგრესიულად მიმართავდა და ცდილობდა, შეხვედრა ჩაეშალა.
პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად კოალიციის ადიგენის შტაბის ხელმძღვანელმა დავით ბაციკაძემ რწმუნებულს მოუწოდა, დაეტოვებინა შეხვედრის ადგილი, ვინაიდან მისი ქმედება პროვოკაციული იყო.