საზოგადოება
„თავისუფალი საქართველო“ პრემიერმინისტრობის კანდიდატს დაასახელებს

1-kuka-sazogadoeba2თბილისი, 27 აგვისტო, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველო“ პრემიერმინისტრობის კანდიდატს ამ კვირაში დაასახელებს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მისი ცნობით, პარტია საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ მაჟორიტარები გურიაში  წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, გურიაში პარტიის კანდიდატები იქნებიან: ოზურგეთი კახა ბურჯალიანი;

ლანჩხუთი - მინდია კეჭაყმაძე;

ჩოხატაური - გუბაზ მეგრელიძე.

„თავისუფალმა საქართველომ“ კანდიდატები უკვე წარადგინა კახეთის, იმერეთის, ქვემო ქართლისა და თბილისის საარჩევნო ოლქებში.